Friday, January 20, 2017

ონლაინ სესხები

სწრაფი ონლაინ კრედიტები

დღეს დღეობით საქართველოს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული არის სწრაფი ონლაინ სესხები , რის გამოც ქართულ ბაზარზე არაერთი ონლაინ კრედიტის გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. ისინი სთავაზობენ მომხარებელს სესხს სხვადასხვა პროცენტში, სხვადასხვა ბენეფიტებით რათა მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი კლიენტი. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი სწრაფი ონლაინ სესხების მიმართ და მოითხოვენ მის გაუქმებას, თუმცა საქართველოს მთავრობამ შემოიღო ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემა ონლაინში გამკაცრდება და მაღალი სტანდარტის მონიტორინგის ქვეშ იქნება. 
დღეს დღეობით სესხის აღება ონლაინში შეეძლო 20 დან 65 წლამდე საქართველოს ნებისმერ მოქალაქეს, ამისათვის კი არ იყო საჭირო არანაირი სახელფასო ცნობა ან ვინმეს თავდებში ჩაყენება, ამიერიდან კი სახელფასო ცნობის წარდგენა აუცილებელი იქნებ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ბევრი მიიჩნევდა, რომ ონლაინ სესხების კომპანიების საპროცენტო განაკვეთი იყო წარმოუდგენლად მაღალი რაც უარყოფით დამკიდებულებას იწვევდა მათ მიმართ, ამის გამო ახალ რეგულაციაში არის პუნქტი რომელიც საპროცენტო განაკვეთს დაარეგულირებს.
სწრაფი ონლაინ სესხები

როგორ ავიღო სესხი ონლაინში? 

რა თქმა უნდა როცა გსურთ აიღოთ გარკვეული ოდენობის სესხი ინტერნეტში ამისათვის გჭირდებათ რომ წვდომა გქონდეთ ამ უკანასკნელთან, ასევე საჭიროა იყოთ საქართველოს მოქალაქე და არანაკლებ ოცი წლის. ასევე აუცილებელია გაგაჩნდეთ ბანკში ანგარიში სადაც მოთხოვნილ სესხს დაგისვამენ. ამ დროს არ არის აუცილებელი ზედმეტ საბუთებზე ხელის მოწერა და ა.შ.
სესხები ონლაინში

როგორ დავაბრუნო სესხი?

ბევრს ჰქონდა შეკითხვა რომ თუ მე ონლაინში აღებულ სესხს არ დავაბრუნებ რა მოხდება? მოხდება ის რომ შენს სახელს და გვარს გადასცემენ შავ სიაში და დაიბლოკებით ბანკებში, ასევე შესაძლოა საქმე სასამართლომდეც კი მივიდეს.
თუ თქვენ სესხს ვერ აბრუნებთ დროულად მაშინ გერიცხებათ ჯარიმები , მაგრამ შეგიძლიათ მოთხოვოთ მისი გადავადება გარკვეული პერიოდით თუმცა ეს სერვისი არ არის უფასო და გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ.

დასკვნა

საბოლოოდ მინდა გირჩიოთ რომ ონლაინ სესხი აიღოთ მხოლოდ მაშინ როცა ამის აუცილებლობა გაგიჩნდებათ, ასევე გირჩევთ რომ გულდასმით წაიკითხოთ თუ რა პირობებს გთავაზობენ ონლაინ სესხების კომპანიები და ამის შემდგომ გააგზავნოთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას ცხოვრებაში.